ამგვარად მუზეუმი დაკეტილია გაურკვეველი დროით.

ამ დომხალში ვკვდები.

მეტი არაფერი არ ხდება, ნაგავი მყრალდება.

ჩემს მუზეუმში ყველა ყვირის, ყველას აქვს ყვირილის უფლება. იყვირეთ რამდენიც გინდათ.

შემეხეთ და დამკაწრეთ რამდენიც გინდათ.

მიყურეთ რამდენიც გინდათ.

რაც გინდათ და რამდენიც გინდათ.

სანამ ყველას ერთობა შეგიძლიათ , ვისაც როგორც გინდათ. გინდ ჩემს წინ , თუნდა ჩემს ზურგს უკან .

ვისაც როგორც გინდათ.

იყვირეთ , იმღერეთ , იცეკვეთ.

სანამ დრო გაქვთ, სანამ მე გავქრები.

წუთები ან წამები დაგრჩათ. მერე მე გავქრები მუზეუმში კი თქვენ დარჩებით.

აქამდეც ხომ ყვიროდით, ახლა უფრო ხმამაღლა ქენით . ხმასაც აუწიეთ.

იღრიალეთ , იღრიალეთთქო!

აღარ მესმის აღარაფერი გარდა იმისა , რომ ყვირით.

ვანდალიზმია.

საუკუნე დამთავრდა.

მუზეუმიც დაიხურა.

ახლა მესმის ყვირილი გარედან , მუზეუმის მყარი ფანჯრებიდან.

მე კი ბოლოჯერ ვიღრიალებ და გეტყვით , რომ მუზეუმი დაკეტილია.

დაკეტილია გაურკვეველი დროით.

2 thoughts on “ამგვარად მუზეუმი დაკეტილია გაურკვეველი დროით.

დატოვე კომენტარი